saqarTvelos mwvervalebi - janRa

 

ჯანღა, ჯანგითაუ - მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე, საქართველოსა (მესტიის მუნიციპალიტეტი) და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე. მდებარეობს მდინარე ხალდეჭალის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. წარმოადგენს ბეზენგის უზარმაზარი კედლის ნაწილს. სიმაღლე ზღვის დონიდან 5058 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. კალთები 2000 მ ქვევით წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი, ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებია. ამ რაიონში იღებს სათავეს კავკასიონის ერთ-ერთი უდიდესი მყინვარი ბეზენგი. ჯანღა ალპინიზმის პოპულარული ადგილია.